საზოგადოებასთან ურთიერთობის წესი
2024-2025 სასკოლო სასწავლო გეგმის პროექტი განთავსებულია შემდეგ ბმულზე: სასკოლო გეგმა-2024-2025
გეგმა შედგება რამდენიმე ნაწილისგან:
- ადმინისტრაციული ნაწილი (ამ ნაწილში მოცემულია სწავლა-სწავლების ძირითადი პრინციპები, შეფასების პრინციპები, გამოცდები, ნიშნის გამოანგარიშების წესი, შეფასების კრიტერიუმები და ხვედრითი წილი. მომდევნო სასწავლო წლიდან გადავდივართ შეფასების ახალ სისტემაზე. ამიტომ, გთხოვთ, სასკოლო სასწავლო გეგმის ადმინისტრაციულ ნაწილში განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ გვერდებს 19-დან 26-ის ჩათვლით.
- დანართი#2 – მოცემულია დღის განრიგი კლასების შესაბამისად;
- დანართი#3 – მოცემულია თითოეულ კლასში კვირეული საგაკვეთილო საათების, საშინაო, საკლასო და შემაჯამებელი დავალებების რ-ბა სემესტრების მიხედვით.
- დანართი#5 -მოცემულია იმ კლუბების ჩამონათვალი, რომლის ფუნქციონირება იგეგმება მომდევნო წლიდან.
- მე-12 კლასების მშობლების საყურადღებოდ: გაცნობებთ, რომ მომდევნო სასწავლო წლიდან იცვლება კლასის საათობრივი ბადე, კერძოდ, ემატება შემდეგი საგნები: ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, საქართველოს ისტორია, მოქალაქეობა, პროექტი სამოქალაქო განათლებაში. შესაბამისად, გაიზრდება გაკვეთილების რაოდენობა დღის განმავლობაში – ყოველდღიურად 6-7 გაკვეთილი. გთხოვთ, გაითვალისწინოთ.
- ფოლდერში – საგნობრივი კურიკულუმები ჩალაგებულია ყველა კლასისა და საგნის წლიური თემატური გეგმები, სადაც გაწერილია საშინაო, საკლასო და შემაჯამებელი დავალებების რაოდენობები და ნიმუშები.