ეკო-კლუბის დებულება 


ეკოკლუბის დებულება:

ეკოკლუბის მისიაა: სოლიდარობა, თანამშრომლობა, პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება გარემოსადმი და ერთმანეთისადმი. მოსწავლეებში გარემოს დაცვითი უნარებისჩამოყალიბება/დახვეწა, ჯანსაღი ჰარმონიულად განვითარებული ახალგაზრდების აღზრდაში ხელშეწყობა.

ეკოკლუბის ხედვა: სკოლის და საზოგადოების დახმარება მდგრადი ცხოვრების წესის მნიშვნელობის გააზრებაში და გარემოზე  მავნე ზეგავლენის შემცირებაში. ადგილობრივი თემის და საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების და განათლების ამაღლება. მოსწავლე-ახალგაზრდობის თავისუფალი დროის რაციონალურად გამოყენება, მათში ფიზიკური და გონებრივი განვითარებისთვის სათანადო პირობების შექმნა.მოსწავლეებში კვლევის, სინთეზის, ანალიზის, დისკუსიის უნარების გამოვლინება-გაღრმავება; მიღებული ცოდნის ყოფა-ცხოვრებაში გამოყენება და ადაპტირება; პრეზენტაციის უნარის ჩამოყალიბება; პრობლემის გადაჭრის უნარის გამოვლენა; წყვილებში, ჯგუფებსა და ინდივიდუალურად მუშაობის გამოცდილების მიღება-გაზიარება.