ჩვენი სკოლის დირექტორი პროფესიული სტაჟირების მიზნით ორჯერ იმყოფებოდა საზღვარგარეთ: გოტლიბ დაიმლერის სკოლა, ლუდვიგსბურგი, გერმანია, ოქტომბერი; პროგრამა დაფინანსებული იყო სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ თემა: მონაცემებზე დაფუძნებული სკოლის მართვა. საერთაშორისო ვიზიტორთა ლიდერობის პროგრამა (IVLP), აშშ (ვაშინგტონი D.C., ალაბამა, აიოვა, კალამაზუ), აპრილი. პროგრამა დაფინანსებული იყო აშშ სახელწიფო დეპარტამენტისა და აშშ საელჩოს მიერ საქართველოში. თემა: განათლების სფეროში სერვისული სწავლებისა და კარიერული კონსულტაციის ხელშეწყობა.