2024-2025 სასკოლო გეგმის პროექტი


ძვირფასო მშობლებო,

გიგზავნით 2024-2025 სასკოლო სასწავლო გეგმის პროექტს. გეგმა შედგება რამდენიმე ნაწილისგან:

  • ადმინისტრაციული ნაწილი (ამ ნაწილში მოცემულია სწავლა-სწავლების ძირითადი პრინციპები, შეფასების პრინციპები, გამოცდები, ნიშნის გამოანგარიშების წესი, შეფასების კრიტერიუმები და ხვედრითი წილი. მომდევნო სასწავლო წლიდან გადავდივართ შეფასების ახალ სისტემაზე. ამიტომ, გთხოვთ, სასკოლო სასწავლო გეგმის ადმინისტრაციულ ნაწილში განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ გვერდებს 19-დან 26-ის ჩათვლით.
  • დანართი#2 – მოცემულია დღის განრიგი კლასების შესაბამისად;
  • დანართი#3 – მოცემულია თითოეულ კლასში კვირეული საგაკვეთილო საათების, საშინაო, საკლასო და შემაჯამებელი დავალებების რ-ბა სემესტრების მიხედვით.
  • დანართი#5 -მოცემულია იმ კლუბების ჩამონათვალი, რომლის ფუნქციონირება იგეგმება მომდევნო წლიდან.
  • მე-12 კლასების მშობლების საყურადღებოდ: გაცნობებთ, რომ მომდევნო სასწავლო წლიდან იცვლება კლასის საათობრივი ბადე, კერძოდ, ემატება შემდეგი საგნები: ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, საქართველოს ისტორია, მოქალაქეობა, პროექტი სამოქალაქო განათლებაში. შესაბამისად, გაიზრდება გაკვეთილების რაოდენობა დღის განმავლობაში – ყოველდღიურად 6-7 გაკვეთილი. გთხოვთ, გაითვალისწინოთ.
  • ფოლდერში – საგნობრივი კურიკულუმები ჩალაგებულია ყველა კლასისა და საგნის წლიური თემატური გეგმები, სადაც გაწერილია საშინაო, საკლასო და შემაჯამებელი დავალებების რაოდენობები და ნიმუშები.

გთხოვთ, გულდასმით გაეცნოთ სასკოლო გეგმას და თქვენი რეკომენდაციები, შეკითხვები და შენიშვნები გამოგვიგზავნოთ სკოლის ელ.ფოსტაზე: sachkhere2@mes.gov.ge ან მისწეროთ თქვენი შვილის კლასის დამრიგებელს. თქვენი აზრი სასკოლო გეგმასთან დაკავშირებით, ძალიან მნიშვნელოვანია.

ასევე გაცნობებთ, რომ შეიქმნა ჩვენი სკოლის ვებ-გვერდი. გთხოვთ, ეწვიოთ და გაეცნოთ მასალებს: https://www.sachkhere2.edu.ge/

სასკოლო გეგმა განთავსებულია შემდეგ ბმულზე:

სასკოლო გეგმა-2024-2025