მათემატიკის კლუბი

მათემატიკის კლუბი

სკოლაში ფუნქციონირებას იწყებს მათემატიკის კლუბი – ,,ვაზროვნებ, ე. ი. ვარსებობ!“

👉კლუბის ხელმძღვანელი – სკოლის მათემატიკის წამყვანი მასწავლებელი: ნათელა მღებრიშვილი.

✅კლუბის მიზანია ხელი შეუწყოს მათემატიკის პოპულარიზაციას, მოსწავლეებში ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარ-ჩვევების, პრეზენტაციის, თანამშრომლობის, გუნდური მუშაობის უნარების განვითარებას.

✅კლუბში დარეგისტრირება შეუძლიათ სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებს.

✅კლუბის შეხვედრები გაიმართება ყოველი კვირის ხუთშაბათს, 13:30 სთ-ზე.

‼კლუბში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.

👇მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ქვემოთ მოცემულ ბმულზე, 2023 წლის 13 ოქტომბრის ჩათვლით .

‼მნიშვნელოვანია, ყველა კითხვაზე გასცეთ ამომწურავი პასუხი. კლუბის წევრები შეირჩევიან სრულყოფილად შევსებული განაცხადის საფუძველზე.

✅კლუბში შერჩეული მოსწავლეები ინფორმაციას მიიღებენ რეგისტრაციის დროს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.

გისურვებთ წარმატებებს!

მათემატიკის კლუბი – კითხვარი