სკოლაში ფუნქციონირებას იწყებს სამოქალაქო განათლების კლუბი.
კლუბში დარეგისტრირება შეუძლიათ VII , VIII, IX, X,XI, XII კლასების მოსწავლეებს.
კლუბის ფუნქციაა, მოსწავლეების აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბების ხელშეწყობა საპროექტი ინიციატივების განხორციელების საშუალებით; სამოქალაქო განათლების სწავლების გაძლიერების ხელშეწყობა;
მოსწავლეებში სამოქალაქო უნარ-ჩვევებისა და პასუხისმგებლობის ამაღლების ხელშეწყობა;
პრაქტიკული უნარ-ჩვევების სწავლება და გამომუშავება;
გაკვეთილზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.
კლუბს უხელმძღვანელებს სამოქალაქო განათლების წამყვანი მასწავლებელი მაკა ნებიერიძე.
კლუბის შეხვედრები გაიმართება ყოველ სამშაბათს, 13:30 სთ-ზე.
მსურველებს, გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ ქვემოთ მოცემულ ბმულზე. კლუბის წევრები შეირჩევიან სრულყოფილად შერჩეული ანკეტის საფუძველზე.
კლუბში შერჩეული მოსწავლეები ინფორმაციას მიიღებენ რეგისტრაციის დროს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.
რეგისტრაციის ბოლო ვადა – 13 სექტემბერი,
გისურვებთ წრმატებებს.