ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კვირეული


✅ჩვენს სკოლაში განხორციელდა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კვირეული. ✅მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებმა დამრიგებლებთან ერთად კლასებში წარადგინეს პრეზენტაციები და მოაწყვეს ფილმის “დამალული ფიგურები’ ჩვენება და განხილვა.

✅კვირეული განხორციელდა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში.

USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამას ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია PH International, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი “თაობათა დიალოგი” (RICDOG) წარმოადგენს პროგრამის რეგიონალურ პარტნიორ ორგანიზაციას იმერეთში.