სკოლაში მოღვაწეობენ პროფესიონალი და გამოცდილი პედაგოგები.
ხარისხიანი განათლება არის მდგრადი განვითარების აუცილებელი წინაპირობა.
ჩვენი სკოლა მუდმივ კავშირშია მშობლებთან თუ მოსწავლეებთან. თუ გსურთ, შეგიძლით ეხლავე მოგვწეროთ!
როგორც ქართულ ასევე საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობის საშუალება განვითარებისთვის.
ჩვენს სკოლაში განხორციელდა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კვირეული. მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებმა დამრიგებლებთან ერთად კლასებში წარადგინეს პრეზენტაციები და მოაწყვეს ფილმის „დამალული ფიგურები‘ ჩვენება და განხილვა. კვირეული განხორციელდა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში. USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამას ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია PH International, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს…
სიხარულით გაცნობებთ, რომ ჩვენი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე, მარიამ მეტონიძე, FLEX პროგრამის გამარჯვებულია. მარიამი 2024-2025 სასწავლო წელს სწავლას გააგრძელებს აშშ-ის ერთ-ერთ სკოლაში. ვულოცავთ ამ მნიშვნელოვან წარმატებას მარიამს, მისი კლასის დამრიგებელსა და ინგლისური ენის მასწავლებელს, თამარ კიკნაველიძესა და მარიამის ყველა პედაგოგს.
2023-2024 წლიდან ჩვენს სკოლაში „მეწარმეობის საფუძვლები“ ისწავლება.მოსწავლეებმა ჩამოაყალიბეს მინი-კომპანია და სერთიფიკატიც დაიმსახურეს.ვულოცავთ „მეწარმეობის საფუძვლების“ მასწავლებელს, მაია გრძელიშვილისა და მე-10 კლასის მოსწავლეებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას.
სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის ფარგლებში განხორციელებული პროექტი „ბავშვის უფლებების სკოლა“
ჟურნალისტიკის კლუბის “S – TV” წესდება: კლუბის მიზნები და ამოცანები: ხელი შეუწყოს სკოლაში და თემში მიმდინარე პროცესების გაშუქება – პოპულარიზაციას. სკოლაში მიღებული ცოდნის პრაქტიკაში განხორციელებს, აქტიური პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეების ჩამოყალიბებას. გააშუქოს სხვადასხვა ღონისძიებები/საკითხები; სასკოლო საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია ინტელექტუალური,კულტურული და სპორტული ღონისძიებების, კონკურსების შესახებ; თანამშრომლობა სკოლის თვითმმართველობასთან, ადგილობრივ თვითმმართველობასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან; ხელი შეუწყოს მედიაწიგნიერებისა და…
ეკოკლუბის დებულება: ეკოკლუბის მისიაა: სოლიდარობა, თანამშრომლობა, პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება გარემოსადმი და ერთმანეთისადმი. მოსწავლეებში გარემოს დაცვითი უნარებისჩამოყალიბება/დახვეწა, ჯანსაღი ჰარმონიულად განვითარებული ახალგაზრდების აღზრდაში ხელშეწყობა. ეკოკლუბის ხედვა: სკოლის და საზოგადოების დახმარება მდგრადი ცხოვრების წესის მნიშვნელობის გააზრებაში და გარემოზე მავნე ზეგავლენის შემცირებაში. ადგილობრივი თემის და საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების და განათლების ამაღლება. მოსწავლე-ახალგაზრდობის თავისუფალი დროის რაციონალურად გამოყენება, მათში ფიზიკური და გონებრივი…
კლუბის მიზანია ხელი შეუწყოს მათემატიკის პოპულარიზაციას, მოსწავლეებში ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარ-ჩვევების, პრეზენტაციის, თანამშრომლობის, გუნდური მუშაობის უნარების განვითარებას.
კლუბის ხელმძღვანელი – სკოლის ბიოლოგიის უფროსი მასწავლებელი ქეთევან ფარქოსაძე, კლუბში დარეგისტრირება შეუძლიათ სკოლის მე-5, მე-6 კლასის მოსწავლეებს.
კლუბის მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლეებში საგნის ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, რობოტიკისა და ინოვაციური განათლების, ლოგიკური და სააზროვნო უნარ-ჩვევების განვითარებას.
კლუბის ხელმძღვანელები – სკოლის ფიზიკის უფროსი მასწავლებელი ოლია აბრამიშვილი , ქიმიის მენტორი მასწავლებელი ელისო აბრამიშვილი. კლუბში დარეგისტრირება შეუძლიათ სკოლის მე-7,მე-8,მე-9,მე-10,მე-11 კლასის მოსწავლეებს.
კლუბის ფუნქციაა, მოსწავლეების აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბების ხელშეწყობა საპროექტი ინიციატივების განხორციელების საშუალებით; სამოქალაქო განათლების სწავლების გაძლიერების ხელშეწყობა.
კლუბის ხელმძღვანელი – სკოლის ინგლისური ენის მენტორი მასწვლებელი, მაია ტყემელაძე. კლუბში დარეგისტრირება შეუძლიათ მხოლოდ სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებს.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლების მიღება ხორციელდება ეროვნული სასწავლო გეგმების შესაბამისად. სრული ზოგადი განათლება მოიცავს 12 წელს და ხორციელდება სამ საფეხურზე
დაწყებითი განათლება მოიცავს 6 წელს და ხორციელდება I-VI კლასებში;
საბაზო განათლება მოიცავს 3 წელს, ხორციელდება VII-IX კლასებში;
საშუალო განათლება მოიცავს 3 წელს, ხორციელდება X-XII კლასებში.
სასწავლო გარემოს გასაძლიერებლად და გასამდიდრებლად სკოლა სხვადასხვა კლასგარეშე აქტივობას სთავაზობს იმ მოსწავლეებს, რომლებსაც აქვთ სიახლეების დაუფლების სურვილი.
კლუბებში აქტივობები განსხვავებულია მოსწავლეთა ასაკის გათვალისწინებით და დამოკიდებულია მოზარდთა ინტერესებზე.
კლუბებს ხელმძღვანელობენ პროფესიონალი მწვრთნელები და პედაგოგები. გარდა ამისა, ჩვენი მოსწავლეები მთელი წლის განმავლობაში მონაწილეობენ მოსწავლეთა თვითმმართველობისა და საზოგადოებრივი სამსახურის ღონისძიებებში.
პროექტი ემსახურება გუნდების თემში არსებული პრობლემების გადაჭრას მობილური აპლიკაციის ან ხელოვნური ინტელექტის შექმნით.
პროექტ „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“_ის მიზანია, გაააუმჯობესოს საქართველოს ეკოლოგიური მდგომარეობა და მისი ეკოსისტემა.
პროგრამა ეფუძნება MIT Media Lab-ის მიერ მოსწავლეებისთვის შემუშავებულ ხელოვნური ინტელექტის კურსს.
ინგლისური ენის მასწავლებელი
ქართული ენა და ლიტერატურა
ქართული ენა და ლიტერატურა
ინგლისური ენის მასწავლებელი